სოჭში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა გაიმართება
სოჭში 31 ოქტომბერს რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის პირველი პირების შეხვედრა გაიმართება.
საკითხის კომენტირებისას სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა იმედი გამოთქვა, რომ „ველოდები, რომ კუხოს-ს და ჩვენს ძირითად პარტნიორს ესმით, რომ სომხური ინტერესების ხაზი გაწყდა. ჩვენ აღარ შეგვიძლია და არც დავიხევთ უკან. ყველაფერს გავაკეთებთ სომხეთისა და არწახის ინტერესების დასაცავად“.
როგორც კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, სამმხრივი შეხვედრა იგეგმება, “ვიმედოვნებთ, რომ ის შედგება”.