ანრი ოხანაშვილი: კონკრეტულ საკანონდებლო ცვლილებებს წარვადგენთ, რომელიც ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერების საკითხს უკავშირდება

“დღეს ჩვენ წარვადგენთ კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერების საკითხს უკავშირდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ დეკემბერს აღნიშნული ცვლილებები პარლამენტის მიერ განხორციელდება.

“დღესვე, სამუშაო ჯგუფის დასრულებისთანავე ეს ცვლილებები წარედგინება იურიდიულ საკითხთან კომიტეტს, რათა კომიტეტმა მოგვცეს თანხმობა, რომ დაინიცირდეს აღნიშნული ცვლილებები. პირველ დეკემბერს აღნიშნული ცვლილებები განხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები