“უკრაინაში რუსული ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარი ნაკლებად სავარაუდოა” – უკრაინის დაზვერვა
რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარი ნაკლებად სავარაუდოა.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
“რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ეს არის შემაკავებელი იარაღი და მისით ჟღარუნი ნამდვილად იქნება. პუტინი მის ჟღარუნს მაქსიმალურად ხმამაღლა გააგრძელებს, რათა ყურადღება მიიქციოს და მას მოუსმინონ. მაგრამ თუ წარმოვიდგენთ, რომ პუტინი გადაწყვეტს გამოიყენოს ბირთვული იარაღი, მაშინ ეს იქნება ბოლო კოზირი, რომელსაც ის გამოიყენებს და მერე რა ხდება? უკრაინა ბრძოლას შეწყვეტს? არა. მსოფლიო პუტინის რეჟიმის და სხვა “რაშისტების” მიმართ კეთილგანწყობილი გახდება? რა თქმა უნდა, არა. ეს იქნება მისი დასასრული. ეს არის ნაკლებად სავარაუდო სცენარი და ის სცენარი იქნება, რომლის განხორციელება თავად რუსეთის დასასრულს დააჩქარებს”, – განაცხადა მან.