“რუსული არმია იარაღითა და აღჭურვილობით მეორე თაობის ომში გადადის” – სამხედრო ანალიტიკოსი

სამხედრო ანალიტიკოსი, აგილ რუსტამზადე უკრაინულ გამოცემასთა​ნ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსული არმია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ იარაღსა და აღჭურვილობაზე გადადის.

მისი თქმით, ახალი ძალების დასაგროვებლად რუსებს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, ან მისი შემდგომი პერიოდის საწყობების გახსნა უწევთ.

„რუსული არმია იარაღისა და აღჭურვილობის თვალსაზრისით ომის წარმოების მეორე თაობის შესაძლებლობებზე გადადის მაშინ, როდესაც უკრაინის არმია ზრდის ცეცხლსასროლი იარაღის პოტენციალს, ასევე მეოთხე თაობის იარაღით ბრძოლის უნარს. ზოგიერთი პარამეტრის მიხედვით, უკრაინის არმია უკვე 3+ თაობის არმიაა“, – აღნიშნა მან.

სამხედრო ანალიტიკოსის თქმით, ბრძოლის ველზე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ტექნოლოგიური თაობების განსხვავება ძალიან დაეხმარა.

„მე შემიძლია, მოვიყვანო “ჰაიმარსების” მაგალითი, რომლებმაც მტრის საბრძოლო მასალისთვის ინფრასტრუქტურა გაანადგურეს. სწორედ მათი წყალობით გაათანაბრა უკრაინამ რუსეთის ფედერაციის უპირატესობა არტილერიაში. ხარისხობრივი უპირატესობა – ძლიერი უპირატესობაა“, – განაცხადა რუსტამზადემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები