“სომხეთის ხელისუფლება აშკარად ცვლის კურსს და ანტირუსულ კამპანიას ახალისებს” – ზატულინი სომხეთში შესვლის აკრძალვაზე

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინე ზატულინის აზრით, სომხეთში მისი შესვლის აკრძალვა უკავშირდება იმას, რომ რესპუბლიკის ხელისუფლება საგარეო კურსს იცვლის და ანტირუსულ კამპანიას მხოლოდ ახალისებს.

მისი თქმით, სომხეთი მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი, როგორც მოკავშირე, საკუთარ ვალდებულებებს არ ასრულებს.

როგორც ზატულინი ამბობს, სომხეთს მიიჩნია, რომ დასავლეთის მხარდაჭერა აქვს ვაშინგტონსა და ევროკავშირში, რაც, დეპუტატის თქმით, ნათელი და უხეში მტკიცებულებაა იმის, რომ სომხეთი რუსეთთან ურთიერთობას უარყოფის იმ ქვეყნებთან ურთიერთობის სასარგებლოდ, რომლებთანაც მოსკოვი კონფლიქტშია.

“სომხეთის ხელისუფლება აშკარად ცვლის კურსს და ანტირუსულ კამპანიას მხოლოდ ახალისებს. ის მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს თავის, როგორც მოკავშირის ვალდებულებებს. მას არ სურს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების განხილვა: არც წარსულის და არც ამჟამინდელი. ის მონაწილეობს სომხური საზოგადოების ცნობიერების რეფორმირებაში ანტირუსული სულისკვეთებით, რადგან მიიჩნია, რომ დასავლეთის მხარდაჭერა აქვს ვაშინგტონსა და ევროკავშირში. ეს არის რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის უარყოფის ნათელი და უხეში მტკიცებულებაა იმ ქვეყნებთან ურთიერთობის სასარგებლოდ, რომლებთანაც რუსეთი კონფლიქტშია”, – თქვა ზატულინმა.

25 ოქტომბერს ზატულინმა ელექტრონული წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ მას სომხეთში შესვლა ეკრძალება მის მიერ ბოლო დროს გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო, რომლებიც სომხეთსა და რუსეთს შორის „მეგობრული და მოკავშირე ურთიერთობების განვითარებას აზიანებს“.

ზატულინი სომხეთში 28 ოქტომბერს, მის მიერ დაარსებულ, ლაზარევსკის კლუბის შეხვედრაზე უნდა ჩასულიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები