“რუსეთი ხშირად ადანაშაულებს სხვებს იმაში, რის გაკეთებასაც თავად აპირებს” – სტოლტენბერგი “ბინძური ბომბის” გამოყენებაზე

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს ცრუ საბაბი უკრაინაში ომის შემდგომი ესკალაციისთვის“.

ამის შესახებ dpa წერს.

“რუსეთში სიცრუეს ავრცელებენ, რომ უკრაინა რადიოლოგიური “ბინძური ბომბის” გამოსაყენებლად ემზადება საკუთარ მიწაზე. ნატო-ს მოკავშირეები ამ აშკარად ცრუ მტკიცებულებას უარყოფენ”, – თქვა სტოლტენბერგმა ავიამზიდიდან “ჯორჯ ბუში”, რომელზეც ის სტუმრის რანგში იმყოფებოდა.

ალიანსის გენმდივანმა დასძინა, რომ “რუსეთი ხშირად ადანაშაულებს სხვებს იმაში, რის გაკეთებასაც თავად აპირებს. ეს ადრეც გვინახავს. სირიიდან დაწყებული უკრაინამდე. მსოფლიო ამას ყურადღებით ადევნებს თვალს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები