ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი უკრაინაში მიიწვია.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ვესაუბრე ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს. მე მჯერა, რომ პარტნიორობა ჩვენს სახელმწიფოებსა და ბრიტანულ ხელმძღვანელობას შორის დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად მომავალში მხოლოდ გაძლიერდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დღეს ოფიციალურად დაინიშნა. მან აღნიშნულ პოსტზე ლიზ ტრასი შეცვალა, რომელიც დაკავებული თანამდებობიდან 45 დღეში გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები