დემოკრატიული პარტიის მემარცხენე ფრთის წარმომადგენლებმა ბაიდენისთვის მიწერილი წერილი უკან გაიწვიეს

დემოკრატიული პარტიის მემარცხენე ფრთის წარმომადგენლებმა ჯო ბაიდენისთვის მიწერილი წერილი უკან გამოიწვიეს.

ამის შესახებ განცხადებას წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული მემარცხენე ფრაქციის ლიდერი, პრამილა ჯაიაპალი ავრცელებს.

„წერილი რამდენიმე თვის წინ იყო შედგენილი, თუმცა სამწუხაროდ, თანამშრომლებმა გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნეს ის. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ვიღებ. ყველა ომი მთავრდება დიპლომატიით და ეს ომიც უკრაინის გამარჯვების შემდეგ დასრულდება. გუშინ გაგზავნილმა წერილმა, რომელიც ამ ძირითად პრინციპს კიდევ ერთხელ ასახავს, შთაბეჭდილება დატოვა, რომ ის შერწყმულია „რესპუბლიკური პარტიის“ წინააღმდეგობასთან, მხარი დაუჭირონ უკრაინელებს თავიანთი ეროვნული სუვერენიტეტის სამართლიან დაცვაში. შესაბამისად, ეს წერილი ყურადღების გაფანტვას ემსახურება და მას უკან გამოვიწვევთ“, – განაცხადა პრამილა ჯაიაპალმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 30-მა დემოკრატმა კონგრესმენმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წერილით მიმართა, რომლითაც ისინი შეერთებული შტატების ლიდერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გამართვისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები