დანილოვი: კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში ყირიმი შესაძლოა, 10-15 წლით წყლის გარეშე დარჩეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში, ყირიმი 10-15 წლით, ან თუნდაც სამუდამოდ დარჩება წყალმომარაგების გარეშე, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მოგვიწევს ლოდინი და ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ თუ აფეთქებენ, მაშინ ყირიმი 10 ან 15 წლით წყალმომარაგების გარეშე დარჩება, შესაძლოა, რომ ეს საერთოდ სამუდამოდ ასე დარჩეს. ჩნდება კითხვა, რისთვის სჭირდებათ ყირიმი, თუ მის უწყლოდ დატოვებას აპირებენ“, – განაცხადა დანილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები