პოდოლიაკი: „დიპლომატიური შეთანხმების“ ნებისმიერი შეთავაზება ნიშნავს მხოლოდ ერთს – უკრაინა უნდა დანებდეს და მიიღოს რუსეთის ულტიმატუმები

„დიპლომატიური შეთანხმების“ ნებისმიერი შეთავაზება ნიშნავს მხოლოდ ერთს: უკრაინა უნდა დანებდეს და მიიღოს რუსეთის ულტიმატუმები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინის კონტრიერიში ეფექტიანად მიმდინარეობს, უბრალოდ დასავლეთმა დახმარება უნდა გააგრძელოს.

„დიპლომატიური შეთანხმების“ ნებისმიერი შეთავაზება ნიშნავს მხოლოდ ერთს: უკრაინა უნდა დანებდეს და მიიღოს რუსეთის ულტიმატუმები, ხოლო აგრესორი პასუხისმგებლობას აირიდებს. ეს მხოლოდ პუტინის ტრიუმფი და საერთაშორისო სამართლის კოლაფსია. რისთვის? უკრაინის კონტრიერიში ეფექტიანად მიმდინარეობს. უბრალოდ დახმარება გააგრძელეთ“, – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები