პენტაგონის ყოფილი ხელმძღვანელი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ეშტონ კარტერი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ CNN იტყობინება.
ეშტონ კარტერი თანამდებობას 2015 წლის თებერვლიდან 2017 წლის იანვრამდე, პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს იკავებდა.
მედიის ინფორმაციით, 24 ოქტომბრის საღამოს კარტერმა ბოსტონში ინფარქტი მიიღო, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.