შტაინმაიერს უკრაინაში სამალავში ჩასვლა მოუწია

უკრაინაში ვიზიტით მყოფ, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ჩერნიგოვის რეგიონში საჰაერო განგაშის დროს სამალავში ჩასვლა მოუწია.

ამის შესახებ გერმანული გამოცემა – Spiegel-ი წერს.

კორიუკოვკაში შტაინმაიერის ჩასვლისას, საჰაერო განგაშის სირენა ამუშავდა და პოლიტიკოსს ადგილობრივებთან “სპონტანური გასაუბრება” უკვე სამალავში მოუწია.

შტაინმაიერი უკრაინაში დღეს ჩავიდა. მოგვიანებით ის კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები