“გისურვებთ, წარმატებით გადალახოთ ყველა ის გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო დგას” – ზელენსკი სუნაკს პრემიერად დანიშვნას ულოცავს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რიში სუნაკს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა.

ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

“ვულოცავ რიში სუნაკს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თანამდებობის დაკავებას! გისურვებთ, წარმატებით გადალახოთ ყველა ის გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს დგას ბრიტანეთის საზოგადოება და მსოფლიო. მზად ვართ, გავაგრძელოთ უკრაინა-ბრიტანეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება”, – წერს ზელენსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები