“ის მომენტია, როდესაც თითოეულ კონსერვატორს შეუძლია, გულწრფელად დაუჭიროს მხარი ახალ პრემიერს” – ჯონსონი სუნაკს თანამდებობაზე არჩევას ულოცავს

​დიდი ბრიტანეთის 55-ე პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი რიში სუნაკს 57-ე პრემიერად არჩევას ულოცავს.

“ვულოცავ რიში სუნაკს ამ ისტორიულ დღეს. ეს ის მომენტია, როდესაც თითოეულ კონსერვატორს შეუძლია, მთლიანად და გულწრფელად დაუჭიროს მხარი ჩვენს ახალ პრემიერმინისტრს”, – დაწერა ჯონსონმა.​

რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პრემიერად ოფიციალურად დღეს ბუკინგემის სასახლეში, მეფე ჩარლზ მესამეს მიერ დაინიშნა.

ამ წუთებში სუნაკი დაუნინგ-სთრითზე იმყოფება, საიდანაც მოსახლეობას მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები