კიევის მოთხოვნით, IAEA იმ ადგილებს შეამოწმებს, სადაც, რუსეთის მტკიცებით, “ბინძური ბომბი” მზადდება

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) უკრაინის ორ ბირთვულ ობიექტზე უახლოეს დღეებში ინსპექტორებს გაგზავნის, რომ, კიევის მოთხოვნით, ამ ობიექტების ინსპექტირება მოხდეს.

ამის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ დასახლებული ობიექტები ორგანიზაციის ინსპექტირების რეჟიმის ქვეშ იმყოფება და ინსპექტორები მათ რეგულარულად ამოწმებენ, “ერთ-ერთი მათგანის ინსპექტირება ერთი თვის წინ მოხდა”.

„ერთი თვის წინ IAEA-მ დაათვალიერა ერთ-ერთი ობიექტი და ჩვენი ყველა დასკვნა უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ უკრაინის დეკლარაციას შეესაბამება. იქ არადეკლარირებული ბირთვული აქტივობა ან მასალა არ იქნა ნაპოვნი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, გროსი ამბობს, რომ ობიექტების შემოწმების მიწვევა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრისგან, დმიტრო კულებასგან მიიღო და დამატებითი შემოწმება მიმდინარე კვირას მოხდება.

IAEA-ს ამ გადაწყვეტილებას მხარი შეერთებულმა შტატებმაც დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები