ISW: რუსეთმა ირანული დრონებით უკრაინის იერიში მკვეთრად შეამცირა, ასევე, გამოყენებულია ფრთოსანი რაკეტების არსენალის უმეტესობა
რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა 24 ოქტომბრიდან მხოლოდ ორი რაკეტა გაუშვეს, რაც შეიძლება, იყოს რაკეტების და დრონების მარაგის ამოწურვის მაჩვენებელი. გარდა ამისა, ასეთი დარტყმების ეფექტურობა რუსეთის სტრატეგიული მიზნების მიღწევაში დაბალი იყო.
ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკის ინსტიტუტის ანგარიშშია ნათქვამი.
ასევე, აღნიშნულია, რომ, სამხედრო სამიზნეების ნაცვლად, რუსეთმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა აირჩია, რომ უკრაინელებში პანიკა და შიში დათესოს.
ოკუპანტებმა ფრთოსანი რაკეტების არსენალის უმეტესი ნაწილი უკვე გამოიყენეს. წინასწარი შეფასებით, რუსებს “ისკანდერების” მხოლოდ 13% დარჩათ, “კალიბრის” 43%, Kh-101 და Kh-555-ის 45%.