40 დაღუპული და 60-ზე მეტი დაშავებული – უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში “კადიროველების” ბაზა გაანადგურეს
უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში “კადიროვის მებრძოლთა” ბაზა გაანადგურეს.
ამის შესახებ ტელეგრამ – არხი „უკრაინის შეიარაღებული ძალები“ იტყობინება, რომელიც ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის დანაკარგებს ითვლის.
უკრაინელი სამხედროს, ანატოლი შტეფანის თქმით, დარტყმის შედეგად, 60-ზე მეტი ოკუპანტი დაიჭრა, 40-მდე კი ლიკვიდირებულია.
ასევე, სოციალურ ქსელში წერენ, რომ “კადიროველები” ერთ-ერთ სკოლაში განლაგდნენ, რომელიც ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაიბომბა.