ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უკრაინაში ჩავიდა
გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.
კიევის რკინიგზის სადგურზე პოლიტიკოსის ფოტო მისმა პრესმდივანმა, კერსტინ ჰამელინმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„ჩვენი სოლიდარობა ურღვევია და ასე იქნება. ფედერალური პრეზიდენტი, შტაინმაიერი უკრაინაში ჩავიდა“, – დაწერა მან.
უკრაინის ხელისუფლებამ გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტი, რუსეთთან კავშირების გამო, აპრილში არ ისურვა. მაშინ შტაინმაიერი კიევის სტუმრობას პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად აპირებდა.
თავად პოლიტიკოსმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო კრემლის აგრესია დაგმო და პუტინისა და მისი გარემოცვისთვის ტრიბუნალი მოითხოვა.
მაისში ზელენსკიმ და შტაინმაიერმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც მხარეები „შეთანხმდნენ წუკრარსულში დაეტოვებინათ უთანხმოება და მომავალ თანამშრომლობაზე ფოკუსირდნენ“.