აშშ-ში, სენტ-ლუისის სკოლაში სროლა იყო – არის მსხვერპლი
აშშ-ში, სენტ-ლუისის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.
დაღუპულთა შორის ერთ-ერთი 20 წლამდე ასაკის თავდამსხმელია, რომელსაც პოლიციამ გაუხსნა ცეცხლი. ის მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. ამასთან, პოლიცია ეჭვმიტანილის ვინაობას არ ასახელებს.