აშშ აცხადებს, რომ რუსეთისთვის შედეგები დადგება, თუ „ბინძურ ბომბს“ ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს
რუსეთისთვის შედეგები დადგება, თუ „ბინძურ ბომბს“ ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, პრეზიდენტი პუტინის სისასტიკის კიდევ ერთი მაგალითი იქნებოდა, თუ ის გამოიყენებდა ე.წ. „ბინძურ ბომბს“. რუსეთისთვის დადგება შედეგები, თუ ის გამოიყენებს „ბინძურ ბომბს“ თუ ბირთვულ იარაღს. ჩვენ ამაზე ძალიან მკაფიოდ ვსაუბრობთ“, – განუცხადა პრაისმა ჟურნალისტებს.
როგორც პრაისმა აღნიშნა, შეერთებული შტატები ვერ ხედავს რაიმე ნიშანს იმისა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება, თუმცა შეშფოთება „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენების გამო რუსეთის ოფიციალური პირების გაფრთხილებებმა გამოიწვია, რომ უკრაინა ასეთი ბომბის გამოსაყენებლად ემზადებოდა.
„ჩვენ ვიცით კრემლის გამოცდილება, როდესაც საქმე ეხება ამ ტიპის პრეტენზიებს. რა თქმა უნდა, ეს არის პრედიკატი, რაც საბოლოოდ ემყარება ჩვენს შეშფოთებას“, – განაცხადა პრაისმა.