უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის რამდენიმე დასახლებიდან ოკუპანტები განდევნეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტები ლუგანსკის ოლქის სამი და დონეცკის ოლქის ერთი დასახლებიდან განდევნეს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„წარმატებული მოქმედებების წყალობით ჩვენმა ჯარებმა ლუგანსკის ოლქის კარმაზინივკას, მიასოჟარივკასა და ნევსკის დასახლებებიდან და დონეცკის ოლქის ნოვოსადოვიდან მტერი განდევნეს“, – ნათქვამია გენერალური შტაბის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები