„არ დადგა დრო, თქვენმა სახელმწიფომ აირჩიოს ვისთან არის?“ – ზელენსკი ისრაელს დახმარებისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელს მოუწოდა, გადაწყვიტოს ვისთან არის და დაიწყოს უკრაინის დახმარება.

„არ დადგა დრო, თქვენმა სახელმწიფომ აირჩიოს ვისთან არის? დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც გვერდიგვერდ ებრძვის მისი არსებობის ეგზისტენციალურ საფრთხეს თუ მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე მაშინაც კი, როდესაც ტერორის გაგრძელების ფასი გლობალური უსაფრთხოების სრული განადგურებაა?“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი მის კითხვებს სამართლიან პასუხებს გასცემს, რადგან ეს ეხება არა პოლიტიკას, არამედ ღირებულებებს. მისივე თქმით, უკრაინა დახმარებას ისრაელს 2014 წლიდან სთხოვს.

ამასთან, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები არ დათმობენ ბრძოლას, რადგან მათ სურთ „მარტივი და ნათელი რამ: გაათავისუფლონ თავიანთი მიწა, უზრუნველყონ თავიანთი ხალხის უსაფრთხოება, მშვიდობა მიანიჭონ უკრაინელებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები