“დასავლეთმა ერთხმად უნდა თქვას, რომ ეს წითელი ხაზების გადაკვეთა იქნება” – გერმანიის თავდაცვის მინისტრი ” ბირთვულ ბომბზე”

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა ღრმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის მთავრობის განცხადებების გამო, უკრაინაში „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენების შესახებ.

ამის შესახებ Spiegel-ი წერს.

„დასავლეთმა ერთხმად უნდა განაცხადოს, რომ ასეთი ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება წითელი ხაზების გადაკვეთა იქნება. ეს არ უნდა მოხდეს“, – თქვა ლამბრეხტმა.

ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი მუქარა “არანაირად არ იმოქმედებს” გერმანიის მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები