ბრიტანეთის პრემიერის დასახელების შემდეგ, შოტლანდიის ლიდერმა სუნაკს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა
შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტურჯენმა არჩევნების ჩატარება და ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოითხოვა.
სტერჯენის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის მომდევნო პრემიერი რიში სუნაკი გახდება.
როგორც პოლიტიკოსმა ,ტვიტერში,, დაწერა, „რაც შეეხება პოლიტიკას, სუნაკს დაუყოვნებლივ წინადადებას შევთავაზებდი, რომელიც მან უნდა მიიღოს და ერთ წინადადებას, რომელიც მან არ უნდა გააკეთოს. მან უნდა დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და არ უნდა მიმართოს მორიგ ეკონომიას. ჩვენი საჯარო სამსახურები ამას ვერ გაუძლებენ“.
სტერჯენმა დასძინა, რომ შოტლანდიისთვის სუნაკი “კიდევ ერთი პრემიერმინისტრი გახდება, რომლისთვის ხმა არ მიგვიცია და, რა თქმა უნდა, არ მივცემდით ხმას, ეს შესაძლებლობა რომ გვქონდეს”.
“ვესტმინსტერის მთავრობებისგან ზიანის თავიდან ასაცილებლად, რომლებსაც აქ მანდატი არ აქვთ და იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი საკუთარ ხელში ავიღოთ, შოტლანდიას დამოუკიდებლობა სჭირდება”, – დაწერა სტერჯენმა.
ივნისში ნიკოლა სტარჯენმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოდან შოტლანდიის გასვლის შესახებ მეორე რეფერენდუმის ჩატარებას 2023 წლის 19 ოქტომბერს გეგმავს.