რიში სუნაკი დღეს შესაძლოა, პრემიერმინისტრად დასახელდეს – ბორის ჯონსონმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თანამდებობაზე ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ამის შესახებ SkyNews-ი იტყობინება.

აღნიშნულია, რომ ჯონსონის უარით გზა კონსერვატიული პარტიის ლიდერს, რიში სუნაკს ეხსნება.

ჯონსონმა თქვა, რომ მან “ძალიან მაღალი ბარიერი გადალახა და მიიღო 102 ხმა”, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ახლა მისთვის “ხელსაყრელი დრო არ არის”. მან ასევე დასძინა, რომ მას დაუნინგ სთრითზე დაბრუნების “კარგი შანსები” ჰქონდა.

ჯონსონმა ასევე თქვა, რომ, მიუხედავად იმისა,  არჩევნებში მონაწილეობის მიღებას კოლეგების მხარდაჭერის გამო ცდილობდა, “ისინი ვერ შეძლებენ ეფექტურ მართვას, თუ პარლამენტში ერთიანი პარტია არ აქვთ”.

საპასუხოდ, რიში სუნაკმა ტვიტერში დაწერა, რომ „მიუხედავად იმისა,  მან გადაწყვიტა აღარ იყაროს კენჭი, მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ის გააგრძელებს წვლილის შეტანას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც სახლში, ისე მის ფარგლებს გარეთ“.

დღეს, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე გახდება ცნობილი, თუ ვინ მოხვდა საარჩევნო ბიულეტენში და მიიღებს პარტიის წევრთა 100-ზე მეტ ხმას, და თუ აღმოჩნდება, რომ ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს 100-ზე მეტი ხმის შეგროვებას, რიში სუნაკი ავტომატურად დიდი ბრიტანეთის მომდევნო პრემიერმინისტრი გახდება და გადამდგარ ლიზ ტრასს უკვე 28 ოქტომბრიდან შეცვლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები