საზღვაო საზღვრის დარღვევა – ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის სამხედროებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის სამხედროებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.
მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო გემმა სამხრეთ კორეის საზღვარი დაარღვია.
სამხრეთ კორეელი სამხედროების გამაფრთხილებელი ცეცხლის საპასუხოდ, ერთი საათის ინტერვალში, ჩრდილოეთ კორეელებმა რეაქტიული სისტემები გამოიყენეს. კერძოდ, KCNA-ს ცნობით, ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა 10 საარტილერიო გასროლა განახორციელეს.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლის თქმით, გამაფრთხილებელი გასროლით ქვეყნის სამხედროებმა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე სავაჭრო გემი დააბრუნეს, რომელმაც ყვითელ ზღვაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარი დაარღვია.
თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა თქვა, რომ „კორეის სახალხო არმიის გენერალურმა შტაბმა რეაქტიული სისტემიდან 10 გასროლის ბრძანება გასცა, რათა მტრის სამხედრო ხომალდი საზღვრიდან უკან დახეულიყო”.