ბლინკენი: ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთი ირანისგან ათობით უპილოტო საფრენ აპარატს მიიღებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთმა ირანისგან ათობით უპილოტო საფრენი აპარატი მიიღოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, Bloomberg ავრცელებს.
„ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთი ირანისგან ათობით უპილოტო საფრენ აპარატს მიიღებს და კიდევ უფრო მეტი პოტენციურად შემუშავებაშია“, – განაცხადა ბლინკენმა.
მან განცხადება გაავრცელა ერთი დღის შემდეგ, მას შემდეგ რაც თეთრმა სახლმა დაადანაშაულა ირანი ოკუპირებულ ყირიმში ინსტრუქტორებისა და ტექნიკოსების გაგზავნაში, რათა დაეხმარონ და მხარი დაუჭირონ რუსეთის თავდასხმებს უკრაინის ობიექტებზე.