უზბეკეთის სამხედრო საწყობში ძლიერი აფეთქება მოხდა

უზბეკეთის თავდაცვის სამინისტროს საწყობში ძლიერი აფეთქება მოხდა. აღნიშნულის შესახებ უწყება ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გვიან ღამით 04:55 საათზე  თავდაცვის სამინისტროს საწყობში სოფელ მალიკში, აფეთქება მოხდა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია და არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამასთანავე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზე ჩანს ძლიერი ნათება, ხოლო რამდენიმე წამის შემდეგ – ისმის ძლიერი ხმა და დარტყმის ტალღა. ადგილობრივები წერენ, რომ რხევა იგრძნეს, რომელიც მიწისძვრას ჰგავდა. ბევრ მაღაზიასა და საცხოვრებელ ბინაში შუშები ჩაიმსხვრა, ასევე დანგრეულია რამდენიმე კონსტრუქცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები