„კრემლმა უნდა იცოდეს, რომ დასავლეთს უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისი ფული ექნება“ – პოლონეთის პრემიერი

Karpacz, 07.09.2022. Premier Mateusz Morawiecki podczas wyst¹pienia w trakcie XXXI Forum Ekonomicznego w Karpaczu, 7 bm. Has³em przewodnim tegorocznej edycji jest „Europa w obliczu nowych wyzwañ”. (jm) PAP/Maciej Kulczyñski

კრემლმა უნდა იცოდეს, რომ დასავლეთს უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისი ფული ექნება, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბრიუსელში გამართული ევროკავშირის საბჭოს ორდღიანი სამიტის შემდეგ განაცხადა.

„კრემლმა უნდა იცოდეს, რომ აშშ-მა უკრაინისთვის მორიგი მრავალმილიარდიანი საფინანსო დახმარება დაადეკლარირა შემდეგი წლისთვის, ევროკავშირიც ასევე დაეხმარება, და ეს ფული საკმარისი იქნება უკრაინული სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის“, – განაცხადა მორავეცკიმ.

პოლონეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი პოლონეთის მნიშვნელოვან როლს ხედავს უკრაინისათვის ევროპული სახსრების გაცემის პროცესში, რადგან ევროკომისია ცდილობს თანხების გამოყოფას კიევისთვის, მაგრამ ამ გადასახადების განხორციელების მექანიზმის მხრივ საჭიროა ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობა.

მისივე თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინისთვის საფინანსო დახმარებასთან დაკავშირებით პოლონეთის არგუმენტები მოისმინა. მან აღნიშნა, რომ ბრიუსელის მიერ საფინანსო დახმარების გამოყოფის მხრივ პრობლემები არ უნდა შეიქმნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები