პარლამენტი ინსტიტუციური დაგეგმვისა და ანგარიშგების ერთიან სტანდარტებზე მუშაობს

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე პარლამენტისა და კომიტეტების გეგმებისა და ანგარიშების შემუშავების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ღია პარლამენტის 2020-21-22 წლების სამოქმედო გეგმის ვალდებულების შესაბამისად ხორციელდება.

დღევანდელ შეხვედრაზე კომიტეტების აპარატების წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რას უნდა მოიცავდეს აღნიშნული სახელმძღვანელო და გაეცნენ პარლამენტის ინსტიტუციური დაგეგმვისა და ანგარიშგების სისტემის პრინციპებს. შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებებისა და წინადადებების საფუძველზე, ძირითადი პრინციპები შეჯერდება, რათა პარლამენტის ინსტიტუციური დაგეგმვისა და ანგარიშგების სტანდარტების მიმართ პარლამენტში მთლიანობაში ერთიანი მიდგომა იყოს უზრუნველყოფილი.

„UNDP-ის დახმარებით მიმდინარეობს მუშაობა პარლამენტის ინსტიტუციური განვითარების და ანგარიშგების სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელოს შემუშავებაზე. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს ერთიანი ანგარიშგების სისტემა პარლამენტში, რომელიც მოსახლეობას, ჩვენს პარტნიორებს და დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობას მისცემს სრულყოფილი წარმოდგენა შეექმნათ პარლამენტის კომიტეტების სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული საკითხების შესრულებასთან დაკავშირებით და მოსახლეობის ჩართულობა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, პარლამენტის წევრმა ხატია წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები