მამუკა მდინარაძე: არ დავუჭერთ მხარს სახალხო დამცველის პოსტზე ისეთ კანდიდატს, რომელიც უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობდა და ძალიან ტენდენციურად გასცდა თავის სფეროს და კომპეტენციის ფარგლებს

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი სახალხო დამცველის პოსტზე პოლიტიკურად მიკერძოებულ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს.

„არ დავუჭერთ მხარს პოლიტიკურად მიკერძოებულ ისეთ ადამიანს, რომელიც აქამდე უკვე უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობდა და გასცდა ძალიან ტენდენციურად თავის სფეროს, კომპეტენციის ფარგლებს.
აქამდე თუ ეს აქვს გაკეთებული, სახალხო დამცველიც ხომ იმავეს გააკეთებს მომავალში. ვიმედოვნოთ, რომ ევრორეკომენდაციის შესრულების ხათრით, იქნებ, რაღაცაზე შევთანხმდეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა სახალხო დამცველობის კანდიდატები დღეს ოფიციალურად უნდა წარადგინონ. წარდგენის შემდეგ, მათი მოსმენა უკვე საკომიტეტო ფორმატში დაიწყება. სახალხო დამცველის არჩევას 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, შესაბამისად, საჭიროა პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები