შალვა პაპუაშვილი – რომან გოცირიძეს: ტყუილი პასუხგაუცემელი რომ არ დარჩეს, შეგახსენებთ, თქვენი პარტია არ იყო საპარლამენტო დელეგაციაში, რომელიც კიევში ჩავიდა
ვინ მაიძულა უკრაინაში წასვლა, იმ დელეგაციაში, იცით, ვინ არ იყო? „ნაციონალური მოძრაობა“. თქვენი პარტია არ იყო წარმოდგენილი, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში “ნაცმოძრაობის” დეპუტატს, რომან გოცირიძეს, რომელმაც მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში მყოფ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს კითხვით მიმართა, თუ რატომ არ ჩავიდა იგი უკრაინაში.
გოცირიძემ დასძინა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის იძულების გამო ჩავიდა კიევში.
„ამ დარბაზში ტყუილი პასუხგაუცემელი რომ არ დარჩეს, ვიტყვი, ვინ მაიძულა უკრაინაში წასვლა? ერთ რამეს შეგახსენებთ, იმ დელეგაციაში იცით, ვინ არ იყო? ვინ არ წამოვიდა?, „ნაციონალური მოძრაობა“. თქვენი პარტია არ იყო წარმოდგენილი საპარლამენტო დელეგაციაში, რომელიც იყო მსოფლიოში მეორე საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც ჩავიდა კიევში. ასე რომ, მოდით, ისტორიას პატივი ვცეთ. თქვენი დელეგაციები არ არსებობს, საპარლამენტო დელეგაცია არის ერთი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.