“პუტინი ცდება – ჩვენ არ ვართ სუსტები” – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ კრემლი ტყუილად ელოდება დასავლეთის „სისუსტეს“ და უკრაინაში დასახულ მიზნებს ვერ მიაღწევს. კანცლერის თქმით, ბერლინის მიერ კიევის მხარდაჭერა გაგრძელდება იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება.

ამის შესახებ მან ბუნდესტაგში განაცხადა, – წერს Spiegel-ი.

ოლაფმა თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გადახედვის მიზეზს ვერ ხედავს იქამდე, სანამ ის აგრესიულ ომს აგრძელებს.

“პუტინი სამხედრო მიზნებს ვერ მიაღწევს. რუსეთის პრეზიდენტი სპეკულირებს დასავლეთისა და უკრაინის სისუსტეებზე. მაგრამ პუტინი ცდება – ჩვენ არ ვართ სუსტები. გერმანია ერთიანია, ევროპა ერთიანია. ჩვენი ალიანსები მთელ მსოფლიოში უფრო ძლიერია და უფრო აქტიური, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მან დროების საშუალებით უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიტანილ იერიშებს “ომის დანაშაული” უწოდა.

„მიწის გადაბუგების ტაქტიკაც კი ვერ დაეხმარება რუსეთს ამ ომის მოგებაში. ეს მხოლოდ აძლიერებს უკრაინისა და მისი პარტნიორების მონდომებასა და გამძლეობას… რუსეთის სარაკეტო ტერორი სასოწარკვეთის ჟესტია ისევე, როგორც – რუსი კაცების მობილიზება. უკრაინა წარმატებით დაიცავს თავს და ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, სანამ ეს საჭირო იქნება“, – განაცხადა კანცლერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები