ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის ამოცანა ნამდვილად არ არის ევროინტეგრაცია, მათი ამოცანაა – რამენაირად, საქართველომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ნაკლებად მიაღწიოს წარმატებას

რადიკალური ოპოზიციის ამოცანა ნამდვილად არ არის ევროინტეგრაცია, მათი ამოცანაა, რამენაირად, საქართველომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ნაკლებად მიაღწიოს წარმატებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა აცხადებს.

მისი თქმით, “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრებმა ევროკომისიის მე-11 რეკომენდაციას მხარი არ დაუჭირეს, რომელიც ქართული მართლმსაჯულების სისტემაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ასახვას ეხება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მათ რევოლუცია და არეულობა სურთ.

“ჰგონიათ, რომ ამას გადაზრდიან სახალხო მღელვარებაში, ხალხი გამოვა, ჩვენ დაგვამხობს, რევოლუცია მოხდება და შემდეგ ჭიჭე ვაშაძე გახდება პრემიერ-მინისტრი. თანამდებობები გადანაწილებული აქვთ უკვე. ეს არის მათი მიზანი და ამოცანა, რასაც აღსრულება არ უწერია. ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტები ეხმიანება იმ რეკომენდაციებს, რაც ევროკომისიამ მოგვცა. მათ აღარ აინტერესებთ დეოლიგარქიზაციის კანონი. ასევე, სტრასბურგის გადაწყვეტილებების ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში გამოყენებას მხარი არ დაუჭირეს. ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები