არჩევნები სტუდენტთა ხმაურიანი პროტესტის ფონზე – თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ჯაბა სამუშია აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მხოლოდ მისი კანდიდატურა იყო წარდგენილი. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩია.

პროფესორ კახაბერ ლორიას განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშიას არჩევას მხარი აკადემიური საბჭოს 28 წევრმა დაუჭირა, ხოლო 2 ბიულეტენი გაბათილდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნების პროცესს დამკვირვებლები არ ესწრებოდნენ, მაგრამ კენჭისყრის პროცესი სრულად არის გადაღებული.

არჩევნების  პროცესი უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილის საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. შეკრებილი სტუდენტები რექტორის არჩევის წესის ცვლილებას, სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენებას და საბინაო სუბსიდიას მოითხოვდნენ. მათი განცხადებით, ჯაბა სამუშია წინასწარ იყო შერჩეული რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე და მას წინასწარ ულოცავდნენ ამ თანამდებობაზე დანიშვნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები