უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა თავდასხმა დღეს, სულ მცირე, სამ ელექტროსადგურზე განახორციელეს
უკრაინის რეგიონული ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ რუსმა ოკუპანტებმა, თავდასხმა დღის განმავლობაში, სულ მცირე, სამ ელექტროსადგურზე განახორციელეს.
როგორც რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სვეტლანა ონიშჩუკი იუწყება, ბოლო ცნობები ივანო-ფრანკოვსკიდან მიიღეს, სადაც ბურშტინის სადგურზე თავდასხმა განხორციელდა.
„სამწუხაროდ, დღეს ჩვენი რეგიონი სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლი გახდა. იერიში ბურშტინის თბოელექტროსადგურზე დაფიქსირდა. დარტყმის შედეგად გაჩნდა ხანძარი. ადგილზე მუშაობს სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური. მადლობა ღმერთს, მსხვერპლი არ ყოფილა“, – წერს ონიშჩუკი Facebook-ზე.