კახი ასანიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონია
ალბანეთში მიმდინარე, ახალგაზრდა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, კახი ასანიძე 23 წლამდელთა კატეგორიაში ევროპის ჩემპიონია.
ასანიძემ ქართველ ძალოსანთა ყულაბა 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით შეავსო.
ალბანეთში მიმდინარე, იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე U23 ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, ფიცარნაგზე 73 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორი წევრი – კახი ასანიძე და არჩილ მალაყმაძე ასპარეზობდნენ.
არჩილ მალაყმაძემ ატაცში თავი 135 კილოგრამს გაართვა, რის შემდეგაც, ტრავმის გამო, შეჯიბრიდან მოიხსნა. საბოლოოდ, ძალოსანმა ევროპის ჩემპიონატი ატაცის მე-6 ადგილით დაასრულა.