“დარჩით თავშესაფრებში” – კიევის რეგიონში საჰაერო განგაშია
კიევის რეგიონში საჰაერო განგაშია, მუშაობს საჰაერო თავდაცვა.
ამის შესახებ კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსი კულებამ განაცხადა.
კულებამ მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.