Беларускі Гаюн: ბელარუსში მამაკაცებს სამხედრო კომისარიატებში მასიურად იბარებენ
ბელარუსში მამაკაცებს სამხედრო კომისარიატებში გამოცხადების უწყისებს აქტიურად ურიგებენ.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამის მიზანია მონაცემების დაზუსტება, რაც “სტანდარტული შემოწმებაა”.
ამის შესახებ მონიტორინგის ჯგუფი – Беларускі Гаюн იტყობინება.
„ამავდროულად, მოქალაქეთა სასაუბროდ გამოძახება ხორციელდება სამუშაო წესით, მათ შორის, ტელეფონით და უწყისებით“, – აცხადებენ ბელარუსის სამხედრო უწყებაში.
ასევე, თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ქვეყანაში სამობილიზაციო ღონისძიებები არ ტარდება.
