ხერსონიდან “ხელისუფლება” გარბის – მოქალაქეებისთვის რეგიონში შესვლა 7 დღით აიკრძალა

ხერსონში უკრაინელი სამხედროების  კონტრიერიშის ფონზე, ხერსონის ოლქის პრორუსული ე.წ. ადმინისტრაციის ყველა ქვეუწყება და ე.წ. სამინისტრო რეგიონს ტოვებს.

ამის შესახებ „რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა“, ვლადიმერ სალდომ განაცხადა, – წერს რუსული მედია.

აღნიშნულია, რომ ჩინოვნიკები, ქალაქის მაცხოვრებლებთან ერთად, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაიყვანეს. ევაკუაციის ფარგლებში მოსალოდნელია, დაახლოებით 60 000 ადამიანის გაყვანა.

მოსახლეობას უფლება მისცეს, თან მხოლოდ 50 კგ-მდე ბარგი აიღონ. განსაკუთრებით, რეკომენდებულია საბუთების, ძვირფასი ნივთების წამოღება, ასევე, თბილი ტანსაცმლის, პირველადი დახმარების ნაკრების და 2-3 დღის საკვებისა და წყლის მარაგის აღება.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოქალაქეებისთვის ხერსონის ოლქში შესვლა შვიდი დღით აიკრძალა.

როგორც სალდომ თქვა, შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვის მფლობელებს შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები