იენს სტოლტენბერგი: ნატო უახლოეს დღეებში უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

NATO Secretary-General Jens Stoltenberg meets the media during a press conference at the NATO headquarters in Brussels, Belgium Tuesday, Oct. 11, 2022. (AP Photo/Olivier Matthys)

ნატო უახლოეს დღეებში უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბერლინის საგარეო პოლიტიკურ ფორუმზე განაცხადა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ – შევასრულოთ ის, რასაც ალიანსის წევრები დაჰპირდნენ, გავააქტიუროთ და მივაწოდოთ საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო მეტი სისტემა. უახლოეს დღეებში ნატო გადასცემს დრონების საწინააღმდეგო სისტემებს დრონებისგან კონკრეტული საფრთხის საწინააღმდეგოდ, მათ შორის ირანის მხრიდან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, არც ერთმა სახელმწიფომ მხარი არ უნდა დაუჭიროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები