გამოიცა წიგნი, რომელშიც შესული მასალა ოქროს ფონდს წარმოადგენს

2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე (მისამართი: აქსის თაუერსი. ჭავჭავაძის გამზ. 37) გაიმართება გამომცემლობა „მთაწმინდას“ ახალი წიგნის წმიდა გაბრიელ მცირეს – „სულისა წმიდისა მინდობითა“-ს პრეზენტაცია.

წიგნი მოიცავს წმინდა გაბრიელის სრულ შემოქმედებას და 1644 გვერდიანია. მის ტექსტზე მუშაობა 11 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. წიგნი გამოსაცემად გიორგი კალანდაძემ და მიხეილ ქავთრიამ მოამზადეს. მასში შესული ტექსტობრივი შესწავლილია მეცნიერული კვლევების საფუძველზე და გამოცემულია აკადემიურად.

გამოცემის რედაქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კალანდაძე: „გაბრიელ მცირე მე-18 საუკუნის მიწურულს გარეჯში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში მოღვაწეობდა. იგი მოწამეობრივად 1802 წელს აღესრულა. მისი სასულიერო ლიტერატურული დანატოვარი ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ესაა: ორიგინალური თხზულებები და შედგენილი კრებულები. ორიგინალურ თხზულებებს შორის განსაკუთრებით საინტერესოა მასალა, რომელშიც გარეჯში მოღვაწე სასულიერო პირების შესახებაა მოთხრობილი. არსებული ტექსტების მეშვეობით შესაძლებელი გახდა წამებულის მონასტერში მდებარე 6000 ბერის საძვალის მოძიება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ  გარეჯში მოღვაწე არაერთი სასულიერო პირი შერაცხა წმინდანად“.

წიგნი მეტად ღირებულია, რადგან მასში შესული მასალა წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ საუნჯეს, ოქროს ფონდს, რომელსაც გამოცემაში 1398 ნაბეჭდი გვერდი უჭირავს. წიგნს ერთვის ანოტირებული საძიებელი, რომლის მეშვეობითაც მკითხველს საშუალება ეძლევა ტექსტში მოხსენიებულ პირთა შესახებ მოკლე ინფორმაციის მიღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები