„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულები პარლამენტს სახალხო დამცველის კანდიდატის, მარიკა არევაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულები პარლამენტში შემავალ ყველა პოლიტიკურ ძალას სახალხო დამცველის თანამდებობაზე მარიკა არევაძის კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
დაზარალებულებმა დღეს წერილით მიმართეს საქართველოს პარლამენტს, რომელსაც 40 დაზარალებული აწერს ხელს.
„ჩვენ, სავაჭრო სახლ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული პირები, მხარს ვუჭერთ სახალხო დამცველის პოსტზე უფლებადამცველ მარიკა არევაძის კანდიდატურას და მოვუწოდებთ პარლამენტში არსებულ უკლებლივ ყველა სუბიექტს მხარი დაუჭირონ მარიკა არევაძის კანდიდატურას, რათა იგი არჩეულ იქნეს საქართველოს სახალხო დამცველად“, – ნათქვამია პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილში.
ცნობისთვის, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულების უფლებებს მარიკა არევაძე 2017 წლიდან იცავს. სასამართლო პროცესები დღემდე გრძელდება.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ირმა ელიკაშვილი
- რიმა ხუფენია
- სოფიო გაბრიჭიძე
- ზაზა ზარანდია
- ნანი მოწონელიძე
- მურადი ღურწკაია
- დარეჯან კობახიძე
- მაყვალა ბეგდარაშვილი
- მანანა ლოხიშვილი
- ეკა მარღიშვილი
- მიმოზა მიქავა
- ლეილა ჩოჩორაძე
- ცისანა გაბესკელიანი
- მარიამ სარიბეგოვი
- ნათელა ქავთარაძე
- თინათინ ზარქუა
- რუსუდან ხვიტია
- იზოლდა ბარბაქაძე
- იათამზე ღაღვიშვილი
- მედეა გამსახურდია
- მაია გამსახურდია
- ნუნუ მალაზონია
- ლიანა კობახიძე
- დენიზა ბერიშვილი
- ლარისა ხულორდავა
- ირაკლი ბარბაქაძე
- დავით ჩინჩალაძე
- გულსუნდა ჩინჩალაძე
- ლილი ჩახუნაშვილი
- ნაირა წულაია
- თამარა დოლიძე
- ნათელა წულაია
- რუსუდან წოწონავა
- რომან ლაგაზაშვილი
- ნანული წკრიალაშვილი
- ბაქარ სვანაძე
- გული რუსია
- მედეა ხეცურიანი
- ეკა წულაია
- გიგაშვილი მანანა