ესტონეთმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორად აღიარა

ესტონეთის რიიგიკოგუს (ერთპალატიანი პარლამენტის) დეპუტატებმა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ გამოაცხადეს.

ამის შესახებ ERR იტყობინება.

სააგენტოს ცნობით, რეზოლუციას მხარი 88 დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა.

ესტონეთის პარლამენტი რუსეთს აკვალიფიცირებს, როგორც „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო“, ასევე, მიიჩნევს „ევროპაში მშვიდობის მთავარ საფრთხედ“.

“ტერორისტული ორგანიზაციების “სახით ასევე დასახელებულია “ვაგნერი”, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის შეიარაღებული ფორმირებები.

აღსანიშნავია, რომ 11 აგვისტოს ლატვიის საეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები