“პუტინი ლაჩრულად უტევს უკრაინის ქალაქებს დრონებით”- ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ დრონებით უკრაინის ქალაქების იერიში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სასოწარკვეთაზე მიანიშნებს, რომელიც ომს აგებს.

ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

„პუტინმა უკრაინის ქალაქების აღება ტანკებით ვერ შეძლო, ახლა ის ცდილობს ლაჩრულ თავდასხმას დრონებით. ეს არის ისეთი ადამიანის სასოწარკვეთილი ქმედებები, რომელიც ომს აგებს ბრძოლის ველზე. სწორედ ამიტომ გავგზავნეთ საჰაერო თავდაცვის რაკეტები. ეს ვერ გატეხს ვერც უკრაინელებს და ვერც ჩვენს გადაწყვეტილებას, ვიყოთ მათთან ერთად“, – დაწერა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები