კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მთის ფერდობზე ქვათა ცვენის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მთის ფერდობზე ქვათა ცვენის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, დილის საათებში, ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პერიმეტრზე შესასვლელ შლაგბაუმთან, მთის ფერდობზე დაიწყო ქვათა ცვენა (დაგორდა ლოდები). თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს არის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ვარძიის სამონასტრო კომპლექსისგან მოშორებით. მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.