ირაკლი კობახიძე: ოლაფ შოლცის განცხადება, რომ ევროპა უნდა გაფართოვდეს ლისაბონიდან თბილისამდე, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო იყო

”განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა უნდა გაფართოვდეს ლისაბონიდან თბილისამდე, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი ევროინტეგრაციის მიმართულებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ძალიან პოზიტიური გზავნილები იყო საქართველოსთან დაკავშირებით და ეს გზავნილები გაჟღერდა არაერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან. ყველა საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა ევროკავშირის გაფართოება. ამ კონტექსტში პირდაპირ იყო მოხსენიებული საქართველო, ეს პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, აგვავსებს ოპტიმიზმით იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მალე მიიღებს კანდიდატის სტატუსს და შემდეგ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა უნდა გაფართოვდეს ლისაბონიდან თბილისამდე, არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი ევროინტეგრაციის მიმართულებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით, აქედან გამომდინარე, შოლცის ეს გზავნილი იყო ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები