მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ევროპის პოლიტიკური ძალები მსჯელობენ ევროპის მომავალზე, ევროპის მომავალში იგულისხმება საქართველოს მომავალიც

ბერლინის კონგრესის ფარგლებში გაკეთდა საკმაოდ ძლიერი გზავნილები გაფართოებასთან დაკავშირებით და კონკრეტულად, საქართველოსთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ბერლინში განაცხადა, სადაც ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესი გაიმართა.

„აღსანიშნავია გერმანიის კანცლერის მხრიდან რამდენჯერმე გაკეთებული ძალიან მტკიცე გზავნილი საქართველოსთან მიმართებაში და ზოგადად, ევროკავშირის მომავალთან მიმართებაში. მან როდესაც ისაუბრა ევროკავშირზე ლისაბონიდან თბილისამდე, განსაზღვრა ასე ვთქვათ ევროკავშირის მომავალი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს, როდესაც ევროპის პოლიტიკური ძალები მსჯელობენ ევროპის მომავალზე, ევროპის მომავალში იგულისხმება საქართველოს მომავალიც“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დასრულდა ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესი, რომელსაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები