მარიტა მეფარიშვილის ცხედარი „მზიურის“ კორტებზე გადაასვენეს
13 წლის მარიტა მეფარიშვილის ცხედარი „მზიურის“ კორტებზე გადაასვენეს. დღეს მას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. მანამდე, გარდაცვლილი მოზარდი ვაკის სამების ტაძარში იყო დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
ოჯახს მიუსამძიმრეს პოლიტიკოსებმა მმართველი გუნდიდან და ოპოზიციიდან. პანაშვიდზე მივიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.