ირაკლი ჩიქოვანი: დღეს შედგება დისკუსიები სხვადასხვა საკითხზე, რომელიც მიზნად ისახავს საერთო ევროპული პოლიტიკის შემუშავებას სოციალ-დემოკრატების მხრიდან
სოციალ-დემოკრატებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ევროკავშირის გაფართოება და სტეფან ლევენმა ისაუბრა საქართველოზე, უკრაინაზე და ასევე მოლდოვაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს ბერლინში განუცხადა.
„სტეფან ლევენმა ხაზი გაუსვა, რომ სოციალ-დემოკრატებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ევროკავშირის გაფართოება და მან ისაუბრა საქართველოზე, უკრაინაზე და ასევე მოლდოვაზე. დღეს ასევე შედგება დისკუსიები სხვადასხვა საკითხზე, რომელიც მიზნად ისახავს საერთო ევროპული პოლიტიკის შემუშავებას სოციალ-დემოკრატების მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ ყრილობას მიმართავს როგორც ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი, ასევე ფინეთის პრემიერ-მინისტრი და შემაჯამებელი სიტყვით მიმართავს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყრილობამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც საერთოა და ბევრ საკითხს მოიცავს, მათ შორის მოიცავს სოციალ-დემოკრატების პოზიციას გაფართოებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობს „ქართული